აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ელ სისის შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სისი ბლინკენს უმტკიცებდა, რომ "ეგვიპტე ებრაელებს არასდროს დევნიდა".
"თქვენ თქვით, რომ ებრაელი ადამიანი ხართ... მე ეგვიპტელი ვარ და ეგვიპტეში ებრაელების გვერდით გავიზარდე. ისინი არასდროს დაჩაგრულან ჩვენს რეგიონში", - უთხრა ეგვიპტის პრეზიდენტმა ბლინკენს.
შეგახსენებთ, რომ არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი უკვე იმყოფებოდა ისრაელში, საუდის არაბეთში, იორდანიასა და კატარშიც.
ცნობილი ხდება, რომ არაბულ ქვეყნებში ვიზიტების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: