აშშ უკრაინისა და ისრაელისთვის 2 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო პაკეტის გადაცემას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესში ისრაელისა და უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის შეტანას გეგმავს, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ დოლარს აღემატება. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა

სალივანის თქმით, მომავალ კვირას პრეზიდენტი ბაიდენი პაკეტი დამტკიცების აუცილებლობის შესახებ  აშშ-ის კონგრესთან "ინტენსიურ მოლაპარაკებებს გამართავს".

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი