ეუთოს თავმჯდომარე კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბუიარ ოსმანი, კიევში ჩავიდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოსმანი შეხვედრებს უკრაინის ლიდერებთან და უკრაინელ ხალხთან გამართავს. მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების მომავალი უკრაინაში წყდება.

"როდესაც ორგანიზაციის საფუძვლებს საფრთხე ემუქრება, აუცილებელია ამაზე ფოკუსირება. და ზუსტად ეს ხდება ახლა უკრაინაში - რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ანადგურებს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს," - განაცხადა ოსმანმა.

მისი თქმით, ეუთო-ს უკრაინაში 21 პროექტი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი განაღმვითი პროექტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი