"ისრაელში ვიზიტი მეგობრებთან ვიზიტია... გერმანია ისრაელის გვერდითაა", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
"ჩემი ისრაელში ვიზიტი მეგობრებთან ვიზიტია. გერმანია მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით. შემდეგ მე გავემგზავრები ეგვიპტეში, პრეზიდენტ ალ-სისის სანახავად. მასთან ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლობის დაცვასა და საომარი მოქმედებების თავიდან აცილებაზზე ვისაუბრებ", - წერს შოლცი.
ისრაელში ჩასვლამდე შოლცი ბერლინში იორდანიის მეფეს შეხვდა და ირანი და ჰეზბოლა მკაცრად გააფრთხილა, არ ჩაერიოს კონფლიქტში.
ცნობისთვის, ხვალ ისრაელში ჩავა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. ვრცელდება ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებითაც.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: