ზელენსკი ადასტურებს, რომ აშშ-მ უკრაინას ATACMS-ის რაკეტები გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს ინფორმაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები გაუგზავნა. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისთვის! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! განსაკუთრებით მადლობელი ვარ შეერთებული შტატების. პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი შეთანხმებები სრულდება. ისინი ძალიან ზუსტად სრულდება და ეს ATACMS-ებმა დაადასტურა, - განაცხადა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი