გაცნობითი ხასიათის მიღება აშშ-ის ელჩთან | რაზე ისაუბრეს რობინ დანიგენმა და ქართველმა პოლიტიკოსებმა, NGO-ებმა და მედიამენეჯერებმა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგენი ქართველ პოლიტიკოსებს, როგორც "ქართული ოცნებიდან", ისე ოპოზიციიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედიამენეჯერებს შეხვდა. მიღება გაცნობითი ხასიათის იყო.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ხელისუფლების წევრებმა თქვეს, აშშ-ის ახალ ელჩს ახალი თანამდებობა მიულოცეს. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში საქართველოსა და აშშ-ის შორის პარტნიორობა გაღრმავდება. 

რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

შეგახსენებთ, რომ დანიგენი საქართველოში 12 ოქტომბერს ჩამოვიდა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი