საკანონმდებლო ორგანოში მედიის შემზღუდავი ახალი პაკეტის მოსმენა მიმდინარეობს. იქამდე კი კანონპროექტის განხილვას ხმაური მოჰყვა საკომიტეტო განხილვაზე. "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს "იდიოტები" უწოდა იმის გამო, რომ ასეთი შეზღუდვების დაკანონებას ითმენენ:
"თქვენ ხართ იდიოტები ქართულო მედიავ. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა სხვა პრიორიტეტები გაქვთ და აქ დაბოდიალობს ათასნაირი ჟურნალისტი, რომელიც მეკითხება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით, გააგრძელებს თუ არა..." თქვა ხვიჩიამ, რომელსაც გამოსვლა "ოცნების" დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა შეაწყვეტინა:
"თქვენ, რომელიც ზღუდავთ მედიის თავისუფლებას, ახლა ვითომ გულშემატკივარი ხართ მედიის და მე ვებრძვი მათ. და ამ იდიოტიზმს მედია ვერ ხვდება. თქვენ რასაც ახლა აქ აკეთებთ ვითომ კეთილშობილური სიტყვებით და ვერც ერთი მედიის წარმომადგენელ ამას ვერ ხვდება, რომ ხვალ გაუთიშავენ მაუწყებლობას იმიტომ, რომ რაღაც სიტყვა არ მოეწონათ" თქვა ხვიჩიამ კომიტეტზე.
"ოცნების" ხელისუფლებამ ცენზურის ახალი კანონპროექტი მესამე მოსმენითაც მიიღო.
ამ პაკეტით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული პრაქტიკულად ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს უხამსობად და მაუწყებელს სოლიდური სანქციები დააკისროს.
იხილეთ ასევე: