ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. ცნობილია, რომ საუბრისას ზელენსკიმ ბაიდენს აშშ-ის ბოლო სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მქონდა საუბარი აშშ-ს პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან და მადლობა გადავუხადე მას ჩვენი ბოლო თავდაცვის შეთანხმებების ეფექტური განხორციელებისთვის. უკრაინელები გახარებულები იყვნენ ATACMS რაკეტების მიღებით და ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით იყენებენ მათ ბრძოლის ველზე. განვიხილეთ ჩვენი შემდგომი გაძლიერება. გრძელვადიანი შესაძლებლობები", - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი