ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას X-ზე ეხმაურება და
წერს, რომ მოსახლეობის დახმარების მიზნით, მსგავსი ნაბიჯები კვლავ უნდა გაგრძელდეს.
მიშელი მადლობას უხდის გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, წითელ ჯვარსა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ მხარეებს.
"მივესალმები დღეს დილით ეგვიპტიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების გადასვლას. უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯების განხორციელება, რათა ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ მივუტანოთ," - წერს მიშელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. თუმცა, 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადასვლის შემდეგ, გამშვები პუნქტი ისევ დაიკეტა.
რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ახლა არის ჰუმანიტარული დახმარების ერთადერთი გამტარი, მას შემდეგ რაც ისრაელმა დახურა სხვა სასაზღვრო პუნქტები ღაზის სექტორიდან და მისკენ.
ასევე ნახეთ: