მნიშვნელოვანია, რომ ღაზის მოსახლეობას პირველი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება, ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ | შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას X-ზე ეხმაურება და წერს, რომ 
ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაწყებას მიესალმება.

"მართებული და მნიშვნელოვანია, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარება ახლა ღაზას მოსახლეობას მიეწოდება. მათ წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაფერს აკეთებს," - წერს შოლცი.

შეგახსენებთ, რომ დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.  თუმცა, 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადასვლის შემდეგ, გამშვები პუნქტი ისევ დაიკეტა.

რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ახლა არის ჰუმანიტარული დახმარების ერთადერთი გამტარი, მას შემდეგ რაც ისრაელმა დახურა სხვა სასაზღვრო პუნქტები ღაზის სექტორიდან და მისკენ.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი