
ხარკოვში, სამოქალაქო ობიექტის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, ახალი ფოსტის ტერმინალზე თავდასხმის შედეგად დაზიანები ობიექტის ერთ-ერთმა თანამშრომელმაც მიიღო, რომელმაც კლინიკაში გადაყვანაზე უარი თქვა, რის გამოც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა S-300 რაკეტებით ხარკოვი გვიან ღამით დაბომბეს.