თეთრი სახლის სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ თეთრი სახლი არ იტყვის, დაიწყო თუ არა ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია მანამ, სანამ ამას თავად ისრაელი არ დაადასტურებს.
"...მე არ ვაპირებ საუბარს, რომ გავიგო დეტალები იმ საუბრების შესახებ, რომელიც გვაქვს ისრაელელ კოლეგებთან და ჩვენს შორის არსებულ ინფორმაციას... ვფიქრობ, ეს ჩემთვის ძალიან გაუაზრებელი იქნება", - ამბობს კირბი.
ღაზის სექტორი ძლიერი საჰაერო დაბომბვის ქვეშაა. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. ისრაელის თავდაცვამ კი განაცხადა, რომ ამ ღამეს სახმელეთო ოპერაციების გაფართოებას აპირებდა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა.