"თეთრი სახლი მხარს დაუჭერს, თუ ღაზიდან მძევლების გასათავისუფლებად ჰუმანიტარულ პაუზას გამოიყენებენ" | კირბი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით,  ღაზის სექტორიდან მძევლების გათავისუფლების მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "აქტიური საუბრები" გამართა ისრაელთან ჰუმანიტარული პაუზის შესახებ.  

"ჩვენ სავსებით გვჯერა, რომ თუ ჰუმანიტარული პაუზა მძევლების გასათავისუფლებად იქნება გამოყენებული, მაშინ ეს არის ის, რასაც ჩვენ აბსოლუტურად დავუჭერთ მხარს და ვფიქრობთ, რომ ისრაელიც ასევე უნდა მოიქცეს", - თქვა ჯონ კირბიმ.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს ზეწოლას პარტნიორებთან რეგიონში, რათა შეძლონ მძევლების გათავისუფლება.

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ თეთრი სახლი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რაომ უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორში "სახმელეთო ოპერაციების გაფართოების" შესახებ გამოცხადების შემდეგაც კი.

ღაზის სექტორი ძლიერი საჰაერო დაბომბვის ქვეშაამანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია.  ისრაელის თავდაცვამ კი განაცხადა, რომ ამ ღამეს სახმელეთო ოპერაციების გაფართოებას აპირებდა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი