"თუ ნეთანიაჰუ ღაზაში შესვლას გადაწყვეტს, წინააღმდეგობა მზადაა" | "ჰამასის" მაღალჩინოსანი

გამოქვეყნდა:

"თუ ნეთანიაჰუ ღაზაში შესვლას გადაწყვეტს, წინააღმდეგობა მზადაა", - ამის შესაებ "ჰამასის" პოლიტბიუროს მაღალჩინოსანი, ეზატ ალ-რიშაკი ამბობს.

ამბობს, რომ "ისრაელის ჯარისკაცების ნაშთებს ღაზის მიწა შთანთქავს".

ღაზის სექტორი ძლიერი საჰაერო დაბომბვის ქვეშაამანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულიაისრაელის თავდაცვამ კი განაცხადა, რომ ამ ღამეს სახმელეთო ოპერაციების გაფართოებას აპირებდა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი