პროკურატურა ჩემი პიროვნების შესწავლით დაინტერესდა - ბაჩანა ლობჟანიძე

გამოქვეყნდა:

ბაჩანა ლობჟანიძემ თბილისის პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. ის უწყებაში ამჯერად ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
ლობჟანიძის განცხადებით, პროკურატურა ამჯერად მისი პიროვნების შესწავლით არის დაინტერესებული და თავად ამ ფაქტს ბაჩალიაშვილის მოთხოვნასთან აკავშირებს.

მედიიდან მშობლებმა მოითხოვეს რომ დაედგინათ ჩემი პიროვნება და ამის გამო იყო ეს გამოძიება. ჩემი მეგობრები ჩამომათვლევინეს, სახელები, გვარები და სად მუშაობენ. ალბათ უნდათ, რომ ჩემმა მეგობრებმა მე დამახასიათონ,- ამბობს ლობჟანიძე.

ბაჩანა ლობჟანიძის ადვოკატის თქმით კი ბაჩანას გარდაცვლილთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა და გამოძიებას აინტერესებს ვის შეუძლია ამის დადასტურება.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში დაღუპული იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია ZAG-ის მფლობელის აბრაჰამ რეირბახის თქმით კიბოლო პერიოდში, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი