"მეგობრულ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება მივულოცე" | ზელენსკი ზურაბიშვილთან საუბარზე

გამოქვეყნდა:

"მეგობრულ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება მივულოცე", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებს ასაჯაროებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მოგვილოცა. მე მივულოცე მეგობრულ ქართველ ხალხს უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არსებული ძალისხმევის დადებითი შეფასება ევროკომისიის მიერ. 

მე მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მალტაში მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის. 

ასევე, დავაყენე საკითხი, უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს წვდომა შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე", - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი