გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ვხედავთ - პესკოვი ნავალნის სავარაუდო მოწამვლაზე

გამოქვეყნდა:

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის საქმის გამოძიების საფუძველს ვერ ხედავს. პესკოვის თქმით, გერმანელ ექიმებს, რომლებიც ამჟამად ნავალნის მკურნალობენ საბოლოოდ არ დაუდგენიათ, რომ ის კომაში მოწამვლის გამო ჩავარდა.

მან აღნიშნა, რომ გაურკვეველია, თუ რატომ ცდილობდნენ გერმანელი ექიმები სიტყვა მოწამვლის გამოყენებას.

თუ ნივთიერება გამოვლინდება და დადგინდება, რომ ეს არის მოწამვლა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს გამოძიების დაწყების საფუძველი იქნება, - აღნიშნა პესკოვმა. 

გერმანელმა ექიმებმა, რომლებიც მკურნალობდნენ ნავალნიას ბერლინის საავადმყოფოში, ორშაბათს განაცხადეს, რომ სამედიცინო გამოკვლევებმა მიუთითა მოწამვლა, თუმცა კონკრეტული ნივთიერება, რამაც ეს გამოწვია, ჯერ ცნობილი არაა. ამ ვერსიას რუსი ექიმები ეწინააღმდეგებიან.

რუსეთს ნავალნის საქმის გამჭვირვალედ გამოძიებისკენ მოუწოდა ევროკავშირმა, რომელმაც ამ თემაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.

რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ. ნავალნი ამ დრომდე კომაშია.

ნავალნის ოჯახს თავდაპირველად რუსი ექიმები გერმანიაში ტრანსპორტირების საშუალებას არ აძლევდნენ. 21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა. პოლიტიკოსი ბერლინში 22 აგვისტოს, სპეციალური თვითმფრინავით გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი