უკრაინის რადას ყველა პარტია შეთანხმდა, რომ ქვეყანაში არჩევნები ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება

გამოქვეყნდა:

უკრაინაში არჩევნები ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება - შესაბამის მემორანდუმს ქვეყნის უზენაესი რადას ყველა პარტიის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი, მათ შორის ფრაქციაა "ხალხის მსახურის" წევრმა, დავით არახამიამ, "ბატკივშინას" წევრმა, იულია ტიმოშენკომ, "ევროსოლიდარობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, ირინა გერასენკომ და ა.შ. ინფორმაცია რადას ვებგვერდზე ვრცელდება. 

მათი ინფორმაციით, განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ომის დასრულებამდე და საომარი მდგომარეობის დასრულებიდან ექვსი თვის განმავლობაში შეუძლებლად მიაჩნიათ.

"დარწმუნებულები ვართ, რომ მოახლოებულ არჩევნებს უკრაინის დემოკრატიული პერსპექტივისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება და ის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ჩვენ, ასევე ვაღიარებთ, რომ ომი და მისი შედეგები არჩევნების ჩასატარებლად უნიკალური გამოწვევაა, რაც მათ გადასაჭრელად ფართო პოლიტიკურ კონსესუსს მოითხოვს.

ამიტომ, ჟან მონეს მომავალი დიალოგის ფარგლებში, გავაგრძელებთ აზრთა გაცვლა-გამოცვლას იმ პრინციპებზე, რომლებიც შეიძლება, უკრაინის მომავალი არჩევნების საფუძველი გახდეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

მანამდე, 8 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წლის გაზაფხულზე და მოსახლეობას რუსეთთან ბრძოლაში ერთიანობისკენ მოუწოდა.

"ახლა, ომის დროს, როდესაც ამდენი გამოწვევაა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა არჩევნების თემის საზოგადოებაში მსუბუქად და მხიარულად გადატანა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა არის თავდაცვის დრო, ბრძოლის დრო, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ხალხის ბედს და არა მანიპულაციების დრო, რასაც უკრაინისგან მხოლოდ რუსეთი ელის. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის", - თქვა მაშინ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი