დარწმუნებული ვარ, ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წლის გაზაფხულზე და მოსახლეობას რუსეთთან ბრძოლაში ერთიანობისკენ მოუწოდა.

"ახლა, ომის დროს, როდესაც ამდენი გამოწვევაა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა არჩევნების თემის საზოგადოებაში მსუბუქად და მხიარულად გადატანა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა არის თავდაცვის დრო, ბრძოლის დრო, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ხალხის ბედს და არა მანიპულაციების დრო, რასაც უკრაინისგან მხოლოდ რუსეთი ელის. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

ზელენსკი, რომელიც 2019 წლის მარტში ხუთწლიანი ვადით აირჩიეს, ერიდებოდა ამ საკითხზე მკვეთრ განცხადებებს. მისმა თანამოაზრეები ამბობოდნენ, რომ ის სხვადასხვა შესაძლებლობებზე ფიქრობდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი