უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან
სოციალურ ქსელში დაწერა.
"მადლობელი ვარ, ჯო ბაიდენმა, კონგრესმა და ამერიკელმა ხალხმა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დღეს გამოაცხადეს. დამატებითი საბრძოლო მასალა საჰაერო თავდაცვისთვის, HIMARS-ისთვის და არტილერიისთვის ძალიან საჭიროა ახლა ფრონტის ხაზზე. მუდმივი მხარდაჭერა თავისუფლების მტკიცე დაცვის საშუალებას იძლევა" - დაწერა ზელენსკიმ.