ეკლესია და ხელისუფლება ისევ ერთმანეთის გვერდიგვერდ და ეპისკოპოსებთან ფოტოებისთვის პოზრება, როგორც საარჩევნო პიარის ნაწილი.
როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერი პირები ქადაგებენ ამბიონიდან და საკუთარ სიმპტიებს პარტებისა თუ პოლიტოკოსებს მიმართ გამოხატავენ. პოლიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ესეც არის მათი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ფიქრობენ, რომ სასულიერო პირები არ უნდა ჩაერიონ და საჯაროდ არ უნდა გამოხატავდენენ საჯკუთარ პოზიციას.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერი და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, სასულიერო პირთან ერთად გამოჩნდეს, მათ შორის საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, ბოკერია მიიჩნევს, რომ ცუდია მაშინ, როცა საჯარო პირი ამას ფარისევლობით და ამომრჩევლების "დასანახად" აკეთებს.
"რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურ მდივანს, თამარ კორძაიას მიაჩნია, რომ სასულიერო პირები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ და საკუთარი ძალაუფლებით ხელისუფლებასთან არ უნდა ვაჭრობდნენ.
მთავარი და ძირითადი პრობლემა, რაც სასულიერო იერარქიების მხრიდან, საპატრიაქოს მხირდან და არა ეკლესიის მხრიდან, ვლინდება არის ხელისუფლების მიმართ ყოველთვის ლოიალური დამოკიდებულება და ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც ისინი ძალაუფლებით ვაჭრობენ ხელისუფლებასთან ყოველჯერზე, როდესაც მათ ეს სჭირდებათ ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასულიერო პირები არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში, სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ ისინი საკუთარი ძალაუფლებით არ უნდა ევაჭრებოდნენ ხელისუფლებას, - ამბობს კორძაია.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ ნებისმიერი სასულირო პირი, რომელიც ამბიონიდან, რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ იქადაგებს დაარღვევს საპატრიარქოს სინოდის განჩინებას, რომელსაც პატრიარქი აწერს ხელს.
არსებობს წმინდა სინოდის განჩნება, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი და რომელი განჩინებაც, უკრძალავს სასულიერო პირებს პოლიტიკასა და საარჩევნო კამპანიაში და მსგავს პროცსებში ჩართვას. არსებობს კონკორდატი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ასე რომ ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც იქადაგებს ამბიონიდან, რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, ან რომელიც მოუწოდებს თავის მრევლს, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დაუჭიროს მხარი, დაარღვევს საქართველოს საპატრიარქოს სინოდის განჩინებას, რომელიც პატრიარქის ხელმოწერილია, დაარღვევს კონკორდატს, - თქვა ბიწაძემ.
ხელისუფლება რომ სამღვდელოებისა და ეკლესიის გავლენებს ისევ ხმების მოსაგროვებლად იყენებს, ეს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებული ფოტოებიდანაც ჩანს, რომელიც დღეს მან მეუფე გრიგოლთან ერთად გადაიღო.
მანამდე, ამ თემაზე ისაუბრეს ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა და მამა შალვა კეკელიამ. კომენტარი გააკეთ მამა ანდრია სარიამაც. მისი თქმით, საპატრიარქოსთან აფილირებული სასულიერო პირების "ქართული ოცნების" პიარ კამპანიაში ჩრთულობა დღესაც გრძელდება.
მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. მისი აზრით, თუ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერევა ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ფაქტს მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ.
რაც შეეხება მამა შალვას, მღვდელმა აღნიშნა, რომ ეკლესიის მხრიდან პირდაპირ, რომელიმე პარტიის მხარდაჭერა მიუღებელი ფორმაა. მისი თქმით, ეკლესია პარტიას და ადამიანს არ გამოყოფს და მრევლის ნაწილი ყველა შეიძლება იყოს.