თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გაკეთებული განცხადებების უკან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე პოლიტიკურ ინტერესებსა და სუს-ის დისკრედიტაციას ხედავს, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ რეალობას არის აცდენილი იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, ბაჩალიაშვილების ოჯახის ახალი ვერსია
სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს სჩვევიათ პოლიტიკური მიზნებისთვის ყველა საშუალების გამოყენება და ხდება იმ სამსახურის და სამწუხაროდ, კონკრეტული პირების დისკრედიტაცია, რომელთა უწყებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის და ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობენ თავიანთი სიცოცხლე არაერთხელ გაურისკავთ ქვეყნის ინტერესებისთვის. მე მესმის, რომ ოჯახის წევრები ძალიან მძიმე ემოციურ ვითარებაში არიან, თუმცა, პოლიტიკური მიზნებისთვის ამ თემებით სპეკულაცია და ერთგვარი ჩარევა იკვეთება.
შევეხები იმ განცხადებებს და მოწოდებებს, რაც უკავშირდება თითქოსდა იარაღით ვაჭრობას, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მიზნები, აქ არის თემები, სადაც ჩვენ ძალიან ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ, მითუმეტეს, როცა ვსაუბრობთ რეალობას აცდენილ ფაქტებზე და ცხადია, როცა საქმე ეხება ჩვენს მეზობლებს და მათ შორის არსებულ კონფლიქტებს, ჩვენი ქვეყნის მიზანმიმართულად ჩართვის სურვილი ააშკარავებს მათ პოლიტიკურ მიზანს - ამბობს სესიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური განცხადება დღეს სუს-მაც გაავრცელა. უწყება ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმესთან მათ კავშირი არ აქვთ და უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილები რუსთავის გზატკეცილზე ყოველდღიურად გადაადგილდებიან.