ზეწოლა ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახზე - დაგეგმილი საპროტესტო აქცია აღარ ჩატარდება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახს საჯარო სამსახურში დასაქმებული ნათესავების გათავისუფლებით ემუქრებიან. გატაცებული მღებრიშვილის ოჯახი დღეს საპროტესტო აქციის ჩატარებასა და საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა, თუმცა ზეწოლის გამო, აქცია აღარ ჩატარდება.

მღებრიშვილების სახლთან დილიდან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც ვითარებას პირადად აკონტროლებენ.

მეგონა, რომ ვცხოვრობდი თავისუფალ ქვეყანაში, მეგონა, რომ ვიყავი თავისუფალ მოქალაქე, - ამბობს მღებრიშვილის ოჯახის წევრი.

შეგახსენებთ, რომ მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს გაიტაცეს და 21 აგვისტოს ე.წ. სასამართლომ მას წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ს მოქალაქეებზე გეგმავდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და ახლა მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი