"ეს ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღე დემოკრატიისთვის" | ზელენსკის მადლობა აშშ-ის სენატს

გამოქვეყნდა:

"ეს ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღე დემოკრატიისთვის", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა და აშშ-ის სენატს უკრაინისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობელი ვარ აშშ-ს სენატის გადაწყვეტილების გამო, რომ განიხილეს უკრაინისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გასაგრძელებლად და ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაზრდისთვის. ეს ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღე დემოკრატიისთვის", - წერს ზელენსკი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი