ბრალდება "ნოვიჩოკის" საქართველოში დამზადებაზე "ოცნების" პოლიტიკის შედეგია - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

3 სექტემბერს გერმანიის მთავარობისაგან ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ე.წ. "ნოვიჩოკით" მოწამლეს. 

რუსეთს გერმანიის მთავრობის განცხადებიდან მალევე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე საათში დუმის დეპუტატმა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, იური შვიტკინმა რუსულ მედიასთან "ნოვიჩოკის" წარმოშობაზე ისაუბრა. 

ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ტერიოტორიაზე მსგავსი სახის ქიმიური ნივთიერებას არ ვამზადებთ. როგორც ვიცით მსგავსი ტიპის ქიმიურად მომწვალელი საშუალება საქართველოსა და შეერთებული შტატების ლაბორატორიებში მზადდება, - ამბობს დეპუტატი ინტერვიუში.

კრემლის ბრალდებებზე საქართველოს საგარეო უწყებას პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია. ამასობაში, ბრალდებას ოპოზიცია ეხმაურება და ამბობს, რომ ის რუსული პროპაგანდის ნაწილია. 

კრემლის ბრალდება, რომ საწამლავი ლუგარში მზადდება, აბსურდულია. ეს არის შედეგი ივანიშვილის იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთთან აწარმოებს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი. 

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი ფიქრობენ, რომ კრემლის ბრალდება რუსეთის წინასაარჩევნო მუქარის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

რუსეთმა ზუსტად იცის, რომ არაფერი ამდაგვარი ლუგარის ლაბორატორიაში არ ხდება. ეს არის პოლიტიკური დემარში, მუქარა და უნდა ველოდოთ, რომ არჩევნების წინა პერიოდში ეს ტრენდი იქნება გამძაფრებული. ჩვენი ოპონენტების (ოპოზიციის) სტილია ხმამაღალი განცხადებები და რუსეთისთვის ყველა პირობის შექნა, რომ თავის სტრატეგიული ამოცანები შეასრულოს, - ამბობს "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გიოგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი 20 აგვისტოს მოათავსეს

ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მისი ცუდად გახდომის დღიდან ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციონერი პუტინის დაკვეთითაა მოწამლული. მეორე მხრივ, კრემლი ყოველთვის უარყოფდა ამ ბრალდებას.

ცნობისთვის, ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა.

ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლა პირველი შემთხვევა არაა. 2018 წლის მარტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის სოლსბერიში მოსაწამლად სწორედ ნოვიჩოკი გამოიყენეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი