რუსებმა ხერსონის რაიონი დღეს უკვე მესამედ დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
"სოფელი მიხაილივკა მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. დაბომბვის დროს ეზოში მყოფი ორი ადამიანი დაშავდა. ისინი აფეთქებისა და ნამსხვრევებისგან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია ანგარიშში.
აღნიშნულია, რომ 52 წლის ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მძიმედ დაშავდა 48 წლის კაცი. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
როგორც Ukriform-ი იტყობინება, რუსული არმია ქალაქს დნეპრის დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან ბომბავს.
იხილეთ ასევე: