უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული ტურნეს ფარგლებში პარიზში ცოტა ხნის წინ ჩავიდა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრა მან ელისეის სასახლეში გამართა.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიდგეთ  უკრაინის გვერდით, რათა რუსეთმა ომი წააგოს... ჩვენი მხარდაჭერა არა მხოლოდ გრძელვადიანია, არამედ აქვს კოლექტიური განზრახვა, რადგან ბრიტანეთმა და გერმანიამ უკვე მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას“, - განაცხადა მაკრონმა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

პირველი ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტს ხელი მოაწერა დიდი ბრიტანეთი იყო. რამდენიმე საათის წინ კი შეთანხმება გააფორმა გერმანიასთანაც.

ხელშეკრულების თანახმად, მომავალში რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, ხელმომწერი ქვეყნები სწრაფად და დაუყოვნებლად გაუწევენ უკრაინას საჭირო დახმარებას, მათ შორის თანამედროვე იარაღით ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი