ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის საგარეოში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს. 

"დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ," - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამას გარდა, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავალნის სიკვდილი სრულად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ:

"იგი ყალბი ბრალდებით დააკავეს, აკრძალული ნერვული აგენტით მოწამლეს და არქტიკის კოლონიაში გაგზავნეს. რუსული სისტემის სასტიკ ბუნებაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. მისი სიკვდილი სრულად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული," - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, გუშინ, 16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი