"თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, პუტინმა, შესაძლოა, მომდევნო წლები კატასტროფული გახადოს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ახლა მსოფლიო არ იმოქმედებს, პუტინმა შესაძლოა მომდევნო წლები მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული გახადოს.

"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსული აგრესია, მით უფრო დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. ალბათ, ადამიანებს მოუწევთ ცხოვრება სამყაროში, სადაც ლოკალური ომები ლოკალურად არ დარჩება. ნებისმიერი ომის დაწყება, შესაძლოა, გლობალურ კატასტროფად გადაიქცეს. 2024 წელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, პუტინმა, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წელი მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის კატასტროფული გახადოს. უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, მაგრამ ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული და ამას ავდიივკაში არსებული ვითარებაც ადასტურებს", - თქვა ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, თუ უკრაინას საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები ექნება, ქვეყანა უკრაინელების სახლში დაბრუნებას უფრო მალე შეძლებს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი