საფრანგეთი უკრაინას ახალი თაობის კამიკაძე დრონებს გადასცემს, რომელთა გამოცდაც ამ დრომდე მიმდინარეობს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.
"უკრაინა იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ თვითმფრინავებს უახლოეს კვირებში მიიღებს", - განაცხადა ლეკორნუმ.
მანამდე საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს კიევისთვის სამხედრო დახმარების სახით სამი მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე: