"ანგარიში ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას" | დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელობას, კერძოდ, კონფერენციის ვიცეპრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, ბენედიქტ ფრანკეს, შეხვდა.

როგორც უწყება წერს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონფერენციის 2024 წლის ანგარიშს და ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას ეყრდნობა. 

"მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ხაზი გაესვა მიუნხენის კონფერენციისა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც მრავალი წელია გრძელდება და განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ხაზი გაესვა მიუნხენის კონფერენციისა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც მრავალი წელია გრძელდება და განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული გამოწვევებზე მსჯელობის ეფექტიან საერთაშორისო ფორუმს, საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობას, რასაც კონფერენცია ყოველთვის უწყობდა ხელს. 

ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კონფერენციის 2024 წლის ანგარიშს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ანგარიში, ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდროდ ითანამშრომლონ მომავალში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით.

როგორც კონფერენციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაინტერესებულია საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობით, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, რათა ხელი  შეუწყოს საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული. მასში ასევე ნათქვამია, რომ ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან დაშორება.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი