"ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად" | ვარჰეი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად", - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში წერს და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომასა და პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას აჯამებს.

"შევთანხმდით ჩვენი მუშაობის დაჩქარებაზე, ევროკავშირის გზაზე პროგრესსა და ცხრა ნაბიჯის განხორციელებაზე, ასევე, ადრეული ინტეგრაციის სფეროების განხორციელებაზე [მაგ. როუმინგი და SEPA]. ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად", -  წერს ოლივერ ვარჰეი X-ზე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი