უკრაინაში ომის დაწყების 2 წლისთავზე, დიდი ბრიტანეთი რუსეთსა და ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სანქციები უწესდება 52 ფიზიკურ და იურიდიულ პირს - საბრძოლო მასალის მწარმოებლებს, ელექტრონიკის კომპანიებსა და კომპანიებს, რომლებიც ვაჭრობენ ბრილიანტითა და ნავთობით.
„დღევანდელი ზომები ხელს შეუშლის პუტინის შესაძლებლობებს, მიაწოდოს თავის არმიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა და იარაღი და გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი" - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა.
უფრო კონკრეტულად კი სანქცირებულთა შორისაა ალმასის უმსხვილესი რუსულ მწარმოებლის, "ალროსას" გენერალურ დირექტორს, პაველ მარინიჩევს და მეტალურგიულ კომპანია Mechel-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, იგორ ზიუზინს. ასევე, პერმის ფხვნილის ქარხნის Arctic LNG 2 პროექტისა და მისი დირექტორის ოლეგ კარპუშინს და Novatek-ის ტოპ მენეჯერებს.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის 2 წლისთავია. სავარაუდოდ ამ თარიღს დაამთხვევს ევროკავშირიც სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცებას, რომელიც უკვე შეთანხმებულია.