G7 პირობას დებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გაამკაცრებს და უკრაინის დახმარებას განაგრძობს

გამოქვეყნდა:

"დიდი შვიდეულის" ლიდერებმა 24 თებერვალს გამართულ ონლაინ სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, იღებენ ვალდებულებას, დაეხმარონ უკრაინას "გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების" დაკმაყოფილებაში და მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის ომის შემდგომი აღდგენის პროცესში.

"ჩვენ დავეხმარებით უკრაინას დააკმაყოფილოს თავისი გადაუდებელი დაფინანსების საკითხები და დავეხმაროთ სხვა დაუცველ ქვეყნებს, რომლებიც მძიმედ დაზარალდნენ რუსეთის მიერ წამოწყებული ომით," - ნათქვამია განცხადებაში.

G7-ის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა არ უნდა მიაღწიოს წარმატებას უკრაინის ეკონომიკის დანგრევაში და ამით აინაზღაუროს ბრძოლის ველზე განცდილი მარცხები. მათ პირობა დადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ და და სანქციების თავის არიდების მექანიზმის კონტროლსაც გააუმჯობესებენ.

G7-ის ლიდერები ასევე პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ რუსეთისთვის იმ შემოსავლების შეზღუდვას, რომლებიც მოსკოვს უკრაინაში ომის საწარმოებლად დაეხმარება. ასევე, ომის დასრულებამდე გააგრძელებენ რუსული აქტივების დაბლოკვას.

"დავაწესებთ დამატებით სანქციებს მესამე ქვეყნებში არსებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რუსეთს იარაღის ან იარაღის ძირითადი ნაწილების შეძენაში ეხმარებიან. ასევე დავაწესებთ სანქციებს მათზე, ვინც ეხმარება რუსეთს ხელსაწყოებისა და სხვა აღჭურვილობის შეძენაში, რაც ხელს უწყობს რუსული იარაღის წარმოებას ან სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას," - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი