გერმანია უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას 1 მილიარდ ევრომდე ზრდის

გამოქვეყნდა:

გერმანია უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას 1 მილიარდ ევრომდე ზრდის - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მიკოლაივში ვიზიტისას განაცხადა.

"ჩვენი დახმარება უკრაინას, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას. ჩვენი საერთაშორისო დახმარების მიზანი არის სამოქალაქო რეკონსტრუქცია. ჩვენ ვზრდით ჰუმანიტარულ დახმარებას 100 მილიონი ევროთი და ის 1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება", - აცხადებს ბერბოკი.

ბერბოკმა მიკოლაევს უკრაინელი ხალხის დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის სიმბოლო უწოდა, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დამანგრეველია პუტინის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი