ჩხოროწყუს მერზე ძალადობაში ბრალდებულ სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ჩხოროწყუს მერზე, დათო გოგუაზე, ძალადობაში ბრალდებულ,  მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბედიამ ცოტა ხნის წინ მიიღო. კვარაცხელიას ადვოკატმა სხდომაზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ, იმ დროს მოხდა, როცა მერი სოფელ მუხურში, მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილზე სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ედიკ კვარაცხელია მივიდა, მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ფიზიკური.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი კვარაცხელიას გათავისუფლებას უკავშირდება. ედიკ კვარაცხელია ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაახლოებით 1 თვის წინ, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. იხილეთ ასევე: 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი