
"ეს გადარჩენისთვის ომია... თუ თავს არ დავიცავთ, უკრაინა არ გადარჩება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში, საბერძნეთის პრემიერ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.
"ორი წელი საკმარისია იმის გასაგებად, რომ ეს გადარჩენისთის ომია. და თუ თავს არ დავიცავთ, უკრაინა არ გადარჩება. უკრაინა თუ არ გადარჩება და არ გაუძლებს, ომი გზას გააგრძელებს ვინაირან სამხედრო საქმეები არაადეკვატურ ადამიანთან გვაქვს, რომელიც დასასრულს ვერ ხედავს და სიკვდილამდე კრემლში იქნება...
ისინი, ვინც ძალიან იღლებიან, დაე, აქ ჩამოვიდნენ, ტაძარში შევიდნენ და ილოცონ, რომ ომი მათ სახელმწიფოებში არაა, დაე, უკრაინისთვის ილოცონ", - განაცხადა ზელენსკიმ.