ზელენსკიმ ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეაიაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"2024 წლის 7 მარტს, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ გენერალი ზალუჟნი თანამდებობიდან 2024 წლის 2 თებერვალს გადააყენა და მის ადგილას გენერალი სირსკი დანიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი