სარაკეტო თავდასხმა კრივი-რიჰზე | დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრ ვილკულმას ინფორმაციით, რუსების გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.  

მისი ცნობით, დაიღუპა 47 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში იყო გადაყვანილი. ვილკულის ცნობით, საავადმყოფოში რჩება 6 ადამიანი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ორი ბავშვია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით რუსებმა კრივი-რიჰში ცხრასართულიან კორპუსი და ხუთსართულიანი შენობა დაბომბეს. თავდასხმის  შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 ბავშვი იყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი