პოლონეთი უკრაინისთვის ჭურვების შეძენის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას უერთდება

გამოქვეყნდა:

პოლონეთი, ჩეხეთის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას გულისხმობს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადისლავ სიკორსკიმ განაცხადა.

"დიახ, ჩვენ შევუერთდით [ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად]". - განაცხადა სიკორსკიმ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა თანხას გამოყოფს ამისთვის ქვეყანა. 

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მისი მთავრობის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უკრაინის სამხედრო ძალები  ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში 
საბრძოლო მასალის მარაგს მალე მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ,  26 თებერვალს განაცხადა, რომ ინიციატივას მხარი უკვე 15 ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა. ინიციატივა კი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი