"ანსამბლების გასტროლების გრაფიკზე არ ვფლობთ ინფორმაციას" | რიჟვაძე "ფესვებზე"

გამოქვეყნდა:

"ანსამბლების გასტროლების გრაფიკთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვფლობთ ინფორმაციას" - ასე ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ანსამბლ "ფესვების" შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ანსამბლს გუშინ მონაწილეობა უნდა მიეღო პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

"ფესვები" მუნიციპალურ თვითმმართველობას დაქვემდებარებული ანსამბლია და, რა თქმა უნდა, მათი გასტროლების შესახებ აჭარის მთავრობა ნაკლებადაა საქმის კურსში... როგორც მოგეხსენებათ, თვითმმართველობები დამოუკიდებელია, ამიტომ თვითმმართველობებს აქვთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამიტომ, საქმის შინაარსი მე ნაკლებად ვიცი... ჩვენ ანსამბლების გასტროლების გრაფიკთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვფლობთ ინფორმაციას", - ამბობს რიჟვაძე.

შეგახსენებთ, რომ ორბელიანების სასახლეში 14 მარტს მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ანსამბლი "ფესვები", რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს. აღნიშნული ანსამბლის ხელმძღვანელმაც დაადასტურა.

ასევე ნახეთ:

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი