"ვისაუბრეთ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებაზე" | შმიგალი მიშელს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ვისაუბრეთ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებაზე", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ დაწერა

"ბრიუსელში ჩვენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შევხვდით. ჩვენ ასევე განვიხილეთ სამართლებრივი და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა უკრაინის საჭიროებისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით," - განაცხადა შმიგალმა.

შეხვედრაზე შმიგალმა მიშელს მადლობა გადაუხადა ფინანსური მხარდაჭერისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა გადაწყვეტილებისთვის. ასევე, უკრაინის პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების ჩარჩოს რაც შეიძლება სწრაფად მიღების მნიშვნელობას.

"მივესალმები ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს დახმარების ფონდის შექმნას, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში," - განაცხადა შმიგალმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი