გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური წესრიგი შენარჩუნდება და ამას ვერავინ შეუშლის ხელს - მათ შორის, ვერც მიხეილ სააკაშვილი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს სააკაშვილი. ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, - თქვა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ დღეს დაასახელა.
ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, სააკაშვილი საღამოს თავად ისაუბრებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.