მთავრობის განკარგულების მიხედვით, ფონდ "ქართუსთან" თანამშრომლობით კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ფიზიკური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტის გაცემა იგეგმება.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მთავრობამ მოიწონა კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და "ქართუს" შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებები და სამინისტროს მიეცა უფლება შესაბამისი ბენეფიციარებისთვის - კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ფიზიკური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტების გაცემაზე.

განკარგულებაში არაა მითითებული ვინ მიიღებს გრანტს, რა ოდენობითა და ფორმით, ასევე, რა მიზნით გაიცემა გრანტი.

"ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებებში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულებების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ცვლილება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმდებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე", - წერია დოკუმენტში.

განკარგულება ხელმოწერის მომენტიდან შევიდა ძალაში და მისი მოქმედება ვრცელდება 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი