ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ | პიტერ სტანო

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერი, პიტერ სტანო, მოსკოვში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. 

"ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. თანავუგრძნობთ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვინც დაზარალდა," - წერს სტანო X-ზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მოსკოვში, Crocus City Hall-ში სროლისა და ხანძრის შედეგად, დაიღუპა 60-ზე მეტი და დაშავდა 145-მდე პირი. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ასევე ნახეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი