ინტერპოლი მზადაა, რუსეთის ხელისუფლებას თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს | ბოლო ცნობები მოსკოვიდან

გამოქვეყნდა:

ინტერპოლი მზად არის რუსეთის ხელისუფლებას Crocus City Hall-ზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა, იურგენ შტოკმა, განაცხადა.

"Crocus City Hall-ზე თავდასხმას მკაცრად ვგმობ, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი აქტი იყო. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა. ინტერპოლი მზადაა, რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ გამოძიებას მხარი დაუჭიროს," - განაცხადა შტოკმა.

გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გავრცელდებოდა. თუმცა, ვლადიმერ პუტინი მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მოსკოვში, Crocus City Hall-ში სროლისა და ხანძრის შედეგად, დაიღუპა 60-ზე მეტი და დაშავდა 145-მდე პირი. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 

მოგვიანებით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

ასევე ნახეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი