შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ სივრცეში ლეგალურ დაბრუნებას - სამართლებრივი გზები

გამოქვეყნდა:

შეძლებს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ სივრცელში ლეგალურ დაბრუნებას. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტს, მას, სავარაუდოდ, საზღვარზევე დააკავებენ, რადგან ქართული სასამართლოების მიერ ის მსჯავრდადებული პირია. 

რაც შეეხება სამართლებრივ დეტალებს, არასამთავრობოები განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს ვერც არჩევნებში მონაწილეობას და ვერც პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავოს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და არც ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის პრემიერმინისტრად დასანიშნად საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო.

ავტომატურად, მიუხედავად არჩევნების შედეგისა, როგორი შედეგი იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ეხსნება გზა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი იყოს. თუ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილელები იქნება და ამის პოლიტიკური ნება იქნება პარტიებიდან, ეს მეორე საკითხია, - თქვა სულხან სალაძემ.

იგივე აზრს იზიარებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წევრი, ლევან ნატროშვილი, რომელიც ამბობს, რომ პრობლემაა, როცა უცხო ქვყენის მოქალაქე, რომელსაც კანონის მიხედვით აგიტაცია აკრძალული აქვს გარკვეულ პოლიტიკურ მოწოდებებს აკეთებს.

ცესკო-ში განმარტავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო კამპანიაში აქტიურ ჩართვას კატეგორიულად უკრძალავს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში. ჯერ ჯერობით ფაქტი არ არის დადასტურებული და განხორციელებული. თუ იქნება მსგავსი ფაქტი საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, თუმცა აღნიშნული პიროვნება არ არის მასში ჩართული, - ამბობენ ცესკო-ში. 

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მზადაა ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდეს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, ქვეყანაში კი მაშინ დაბრუნდება, როცა მისი ჩამოსვლა დაპირისპირებას არ გამოიწვევს. 

"ნაციონალურმა მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს დაასახელა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი