რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს. "კამიკაძე" დრონი მეექვსე რეაქტორის თავზე მოძრაობდა. ინფორმაციას ატომური სადგურის ოპერატორები ავრცელებენ.

"დღეს ქარხნის თავზე "კამიკაძე" დრონი ჩამოაგდეს. მე-6 ბლოკის სახურავზე დაეცა," - განაცხადეს ქარხანაში და აღნიშნეს, რომ მეექვსე რეაქტორი, ამ დროისთვის, გათიშულია.

მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის დამცავ სტრუქტურაზე სულ მცირე 3 პირდაპირი დარტყმა იყო.

რუსული კანონის მხარდამჭერი "ოცნების" აქცია | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი