
სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა, დღეს განაცხადა, რომ ბრატისლავა მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
მისი თქმით, სლოვაკეთს სურს იყოს კარგი მეგობარი ქვეყანა უკრაინისთვის.
"ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც შეგიქმნით დაბრკოლებებს თქვენს გზაზე. პირიქით, გვინდა დაგეხმაროთ, მოგაწოდოთ ჩვენი გამოცდილება. სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი", - თქვა მან ერთობლივი შეხვედრის დროს.
შეგახსენებთ, უკრაინისა და სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციები მოლაპარაკებებს სლოვაკეთის ქალაქ მიხალოვცეში მართავენ.