"ქართული ოცნება" დღეს პროპორციული საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურასაც.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" სიის პირველ ოცეულში გიორგი გახარია, თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და გია ვოლსკი იქნებიან.
სიაში დარჩება ნინო წილოსანი. "ოცნებას" სავარაუდოდ, ეკა ბერიძე - მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მეუღლე შეუერთდება
შეგახსენებთ, რომ მოქმედმა მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ივლისში დაამტკიცა.
დღევანდელი პრეზენტაცია საღამოს 8 საათზე დაიწყება
"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.